მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მზად არიან დახმარების სახით უკრაინას 5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყონ.
ორი ორგანიზაციის ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკიდურესად შეშფოთებულები არიან ზარალით, რომელსაც ქვეყანას რუსეთის შეჭრა აყენებს.
შედეგებს შორის არის – ფასების ზრდა ნედლეულზე და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობა.
თაივს მხრივ, ფინანსისტების აზრით ამან შეიძლება ბიძგი მისცეს ინფლაციას მთელ მსოფლიოში.
მსოფლიო ბანკი მზად არის უკრაინას 3 მილიარდი დოლარი რამდენიმე თვის განმავლობაში მისცეს, აქედან 350 მილიონი კიევს უკვე მომავალ კვირას გადაეცემა.
სავალუტო ფონდი კი 2.2 მილიარდს ივნისისთვის გამოყოფს.