სერბ ჩოგბურთელს, მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩამდე ვირუსი ბორნა კორიჩს, გრიგორ დიმიტროვსა და ვიქტორ ტროიცკის გამოუვლინდათ. სამივე მათგანმა ჯოკოვიჩის ამხანაგურ ტურნირზე ითამაშა.
ტურნირი სერგი ჩოგბურთელის ორგანიზებით ბალკანეთში ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი მონაწილის, გრიგორ დიმიტროვის კორონავირუსი დაუდგინდა, ტურნირი აღარ გაგრძელდა. BBC-ს ინფორმაციით, ტურნირის მიმდინარეობისას სოციალური დისტანცია დაცული არ იყო.