მსჯელობენ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებად – ელისაშვილი ენმ-ზე

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლას აპირებს, თუმცა მას არ ესმის “რა ნამუსით შედიან”.

“ნაციონალური მოძრაობა” რომ პარლამენტში შემოსვლას აპირებს, ეს დიდი ხანია უკვე ცნობილია. უბრალოდ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ, თუ ნაკლებად, ამაზე მსჯელობენ ახლა. მე მათ ველოდები, ჩემი ფეხით გამოთრევას ხომ აპირებდნენ პარლამენტში, ახლა ვნახავ ჩემი ფეხით გასათრევად შემოდიან თუ იმის გამო, რომ იქ სავარძლებში დასკუპდნენ. ეგ მაინტერესებს.

საერთოდ, რა ნამუსით შემოდიან მთელი იმ სიბინძურის შემდეგ, რაც ჩემი და ლევან იოსელიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული,” -აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ენმ პარლამენტში პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას 30 მაისს მიიღებს.