“ძვირფასო უკრაინელებო! თავდაცვის 147 საათი. მოვლენების ბუნება იცვლება. რუსი ოკუპანტები ცდილობენ რამენაირად შეინარჩუნონ თავიანთი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ უფრო და უფრო უჭირთ. ამას მოწმობს რუსი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ჯგუფების ტყვედ ჩაბარების არაერთი შემთხვევა. ასევე შეტევის გაგრძელებაზე უარის თქმა.

რუსეთში ტყვედ ჩავარდნილთა და დაღუპულთა ახლობლები პროტესტს იწყებენ. რუსული პროპაგანდის ტოტალური ტყუილი იბზარება. მტერს უკრაინელ დამცველებთან პირდაპირი კონტაქტის ეშინოდა, ამიტომ ის მიუბრუნდა მშვიდობიანი ქალაქების შორ მანძილზე დაბომბვის კრიმინალურ ტაქტიკას. რუსეთისა და ბელორუსის საჰაერო და სარაკეტო დარტყმები საცხოვრებელ კორპუსებსა და სკოლებზე, სამშობიაროების დაბომბვა – ეს არის მშიშარა, უღირსი ადამიანის საქციელი. ისენი სამხედროები არ არიან – ისინი ტერორისტები არიან, ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები. ეს მათი სამარკო ნიშანია. მტერმა სასტიკად დაბომბა მშვიდობიანი ჟიტომირი. ეს არის შურისძიების მცდელობა 95-ე ბრიგადის მიერ დავალების წარმატებით შესრულებისთვის. ოკუპანტებმა დაუმიზნეს ბრიგადის ყაზარმებსა და მიმდებარე სახლებს.

ჩვენს ჯარისკაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე თავდასხმით კრემლი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს. ჩვენი ბევრი ქალაქი და სოფელი ახლა იტანჯება რუსული ტერორით, მაგრამ ყველაზე მეტად – ხარკოვი, მარიუპოლი და ხერსონი.

ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ „რუსული სამყარო“ არ არსებობს. ეს არის ნაცისტური იდეოლოგია ერთი მუჭა მანიაკების თავში, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ რუსეთში ძალაუფლებას. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, დადიან სხვადასხვა ეკლესიასა და ღვთისმსახურებაში, ერთად უწევენ გმირულ წინააღმდეგობას რუს ოკუპანტებს.

და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

გუშინ გრძელი საუბარი მქონდა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან. გამოცდილი ამერიკელი სამხედროებიც კი აღფრთოვანებული არიან ჩვენი დამცველების პროფესიონალიზმითა და ჩვენი ხალხის გამძლეობით.

ჩვენ მიერ მიღებული დახმარების რაოდენობა იზრდება. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ დახმარებას გვიწევენ. უერთდებიან ისინიც კი, ვისგანაც ეს შეუძლებლად მიიჩნეოდა.

ახალი ბაირაქტარები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში და საბრძოლო მორიგეობას ასრულებს. კიდევ იქნება სტინგერი და ჯაველინი.

ევროპა ხდება ჩვენი ზურგი და გვამარაგებს იმით, რაც კრიტიკულია თავდაცვისთვის. ჩვენ ვართ თავისუფალი სამყაროს წინა ხაზზე.

მე ვამაყობ ყველა იმ ადამიანით, ვინც დღეს იცავს საკუთარ სახლს რუსული შემოჭრისგან.

მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა.
გამარჯვების შემდეგ, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ხსოვნას, რათა საუკუნეების შემდეგ უკრაინელები პატივს სცემდნენ გოსტომელის, ხერსონის, ჩერნიგოვის, სუმის, ბედნიერების, ვოლნოვახას, ხარკოვის, მარიუპოლის, ოხტირკას და სხვა ქალაქების გმირებს, როგორც პატივს ვცემთ ჩვენს გმირ წინაპრებს.

დიდება უკრაინას! დიდება უკრაინის გმირებს!”

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.