კასპის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში, მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, არის თუ არა ის 21 მაისს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.