უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მტრის თვითმფრინავები აგრძელებენ აქტიურობას, ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს და ბოლო 24 საათის განმავლობაში 250-ზე მეტი თვითმფრინავის ფრენა დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, მტრის მთავარ სამიზნეებად რჩება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კიევის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იგერიებენ კონცენტრირებულ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს. წინა დღეს მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნეს დავარტყით (7 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი, 1 შვეულმფრენი და 2 საკრუიზო რაკეტა.) მათი საბოლოო ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”,– აცხადებს გენშტაბი.
მათივე ინფორმაციით, ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების გამო მტერმა მიმართა ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს, აქტიურად იყენებს როსგვარდიის ქვედანაყოფებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თავიდან ასაცილებლად.
“მტერი აგრძელებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დაკარგვას ყველა მიმართულებით. უკრაინელი ხალხის ტოტალური წინააღმდეგობა გრძელდება”,– აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.