ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე არ აკეთებს კომენტარს, რატომ არ დააფიქსირა პოზიცია ნიკა მელიას დაკავებაზე.
“კომენტარების გარეშე, ესე იგი მქონდა მე სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ეს არ გამეკეთებინა”,– ამბობს ვაშაძე რუსთავი 2–ის გადაცემა P.S.–ის ეთერში.
მისი თქმით, მელიაზე არ არის გაბრაზებული, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ სურს.
“არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მოფიქრებულად და გააზრებულად. მით უმეტეს, რომ პირად საუბრებში, ბევრჯერ მქონდა, ნათქვამი, საბოლოოდ რა შედეგი გამოვიდოდა აქედან. გადაწყვეტილება ყოველთვის არის მისაღები კარდინალური – ან ჩე გევარა ხარ, ან ჩერჩილი, ორსულობასავით შუალედი არ არსებობს”, – აღნიშნა ვაშაძემ.