მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ

მყინვარწვერზე მთამსვლელი დაიკარგა.

სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა დაკარგულის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.