მჩხიბავს ჯადოს გავაკეთებინებთ შსს-ზე — გირჩი – მეტი თავისუფლება

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ დღეს მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე.

მათი თქმით, მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება.

“ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.

ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს”,– აცხადებს პარტია.