“ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს, აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში და ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში მოვუწოდებ, რომ წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას მთლიანობაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ვინმე მშვიდობას საფრთხეს უქმნის ამ რეგიონში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები”
აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრო ჯაფარიძე ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ე.წ. პრეზიდენტის, ბჟანიას განცხადებაზე.