“მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა გუნდმა მთლიანად, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი საქართველოს ავარიდეთ. ძალიან ბევრი მცდელობის, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი გონივრული და ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. ახლა ჩვენ მშვიდად, დინჯად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა. რა თქმა უნდა, ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან მაქსიმალურად გავაძლიეროთ ურთიერთობები. მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა.”
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.