ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ ის, რაზეც ვაფრთხილებდით ოცნებას, რომ რუსული კანონის განხილვა პარლამენტში, მხარდაჭერა და მითუმეტეს მისი ძალადობრივი მეთოდებით გათრევა პარლამენტში საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე გამოიწვევდა მწვავე კრიტიკას და მწვავე პროტესტს და ასეც მოხდა. პროტესტი ღრმავდებოდა, ფართოვდებოდა და ქართულ ოცნებას მოუწია უკან დახევა. ეს არის მისთვის ძალიან მწარე გაკვეთილი, რომ არ უნდა წავიდეს არც ერთხელ და არასდროს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ როცა ეს ეხება ევროპულ არჩევანს. აქ არის ხალხი ყველაზე მტკიცე და ყველაზე მწვავე. ეს არის ჩვენთვისაც, ოპოზიციისთვისაც სურათი იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ევროპული ოჯახის წევრობისთვის. ეს იყო თითოეული ადამიანის მოთხოვნა ვინც იდგა ქუჩაში. ამიტომ ვიყოთ ფხიზლად და ყურადღებით, რომ ქართულმა ოცნებამ ვერც მომავალში გაბედოს ამ ტიპის ხრიკებით და რუსული კანონების პარლამენტში რეგისტრაციით რუსულ გზაზე ქვეყნის შებრუნება. ამის მცდელობები იქნება – არავინ შეცვლილა და ქართული ოცნება ახლა უცებ გაკვეთილს არ გაითავისებს, მაგრამ გავაფრთხილოთ ყველა ჯერზე და ეს აქციები, რომლებიც იყო ჩვენი ახალგაზრდებისთვის რთული, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი გამოიარეს – გაზი და წყლის ჭავლი, მაგრამ ამან დაარწმუნა ქართული ოცნება რომ ჩვენი საზოგადოების არჩევანი იყო მტკიცე და უნდა იყოს ფრთხილად. უნდა გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა, ამისთვის 12 პუნქტზე უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ხელი არ შეუშალოს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ.
განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ.