“ჩვენ არ გვაქვს დღევანდელი რეალობით სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია, იგივე ხორბალი, ფქვილი და ა.შ. გარკვეული პროდუქცია შემოდის, გარკვეული – გადის. დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ავიცილოთ მათთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პატონმა პრემიერმა მიიღო არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი”