“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე დავიწყოთ ბავშვების [აცრა], განსაკუთრებით სკოლი ასაკის ბავშვების. სასწავლო პროცესის სკოლაში დაწყება თუ მოხერხდა, მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ბავშვებს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი არ აქვთ, მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა 99.9%-ში, მაგრამ ხშირად ამ სოციალიზაციის შემდგომ, სკოლა, ბაღა, მერე ბავშვები აგენერირებენ და სახლში მიაქვთ ინფექცია. ახლა ზაფხულში პირიქით ხდება, ბავშვებს დაინფიცირების წყარო ძირითადად უფროსები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ახლა რაც შესაძლებელია უფროსებმა გაიკეთონ ვაქცინა და შემოდგომისთვის, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ“
განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედთან” საუბრისას.