პარტია “გირჩი”,რომელმაც 2020 წლის არჩევნებში, 4 მანდატი მოიპოვა, კვოტირების სისტემის დარღვევას გეგმავს და არცერთი ქალი დეპუტატი არ ეყოლება. “გირჩი” აპირებს ცესკოს მიმართოს და ე.წ. სათადარიგო სიიდან ჩახსნას ყველა ქალი კანდიდატი.მიზანი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრად ცნობაა. ამავე მიზნით დეპუტატის მანდატს სალომე მუჯირი დათმობს, რომელიც “გირჩის“ სიით გასული პარლამენტის უფლებამოსილი წევრია. ქალი დეპუტატის მანდატის გაუქმების შემდეგ პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ქალი დეპუტატი – ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ სიაში ქალი დეპუტატი იქნება
“ჩვენმა ყველა მხარდაჭერმა იცოდა, რომ გენდერულ კვოტირებას მხარს არ ვუჭერთ და მას გვერდს ავუვლით. სიაში ყველა ჩაიხსნება. ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს. ჩვენ არ ჩავხსნით მთლიან საარჩევნო სიას. ეს მარტო ქალებს შეეხებათ ჩვენ სიაში ყველა ქალი ნომინალურად არის ჩასმული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.