“მხოლოდ ხარისხი და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი” – “ენდორფინის” ყველა ფილიალი მუშაობას აჩერებს

კვების ობიექტი “ენდორფინი” 15 სექტემბრიდან მუშაობას ყველა ფილიალში აჩერებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მეგობრებო  ენდორფინის ყველა ფილიალი 15 სექტემბრიდან დროებით აჩერებს მუშაობას
როგორც ჩანს მხოლოდ ხარისხი და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი რომ კომპანიამ
მოგებაზე იმუშაოს

ენდორფინი გააგრძელებს მუშაობას როდესაც ვნახავთ გამოცდილ ბიზნეს პარტნიორ მენეჯერს, რომელსაც ესმის კვების სფერო მისი ნიუანსებით და მოკლედ ეს საქმე კარგად, რომ გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია და რესურსი, მაგრამ კომპანია ამუშაოს მოგებით.

მოკლედ გვჭირდება პარტნიორი მენეჯერი და არა უბრალოდ ხელფასზე დასაქმებული მენეჯერი. უფრო კონკრეტულად კი მენეჯერის იქნება ყველაზე დიდი ინვესტიცია ჭკუა და მართვის უნარები, ჩვენი იქნება ფულადი ინვესტიცია და ვიქნებით პარტნიორები ბიზნესში. ” – ნათქვამია განცხადებაში.