მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას – იაგო ხვიჩია პრაიდზე

“მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას”- პარტია ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას ღირსების მარშზე.

“ზოგადად, მე მგონია, რომ მე არა ვარ ადრესატი კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი ან მოდის კვირეული საქართველოში. რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, მე სრულად ვუერთდები და ვიზიარებ ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასებას ამ თვალსაზრისითკითხვები იმდენ რამეზე ჩნდება ამ ქვეყანაში, მაგის გამო ჩვენ რომ რამე არ ჩავატაროთ, ან რამეზე უარი ვთქვათ, ჩემი აზრით, ძალიან საზიანო იქნება ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მშვიდად ვარ ამ მიმართულებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.