რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც ალექსეი ნავალნი ზის, შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა.
აეროპორტში ნავალნის დასახვედრად შეგროვებულ მხარდამჭერებს სამართალდამცველები აკავებენ. ტერიტორიაზე აღმართეს ბარიკადები, მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. დაკავებულების შორის არის ნავალნის ძმაც.
სავარაუდოდ, ნავალნის აეროპორტშივე დააკავებენ. რუსეთის პროკურატურას ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტით მოწამლეს.