ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

დღეს 23 მაისს,  14:00 საათზე, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს. თანამშრომლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

“დიდი აქციაა დაგეგმილი 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს ვურჩევთ, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას, რადგან გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხებაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, მასშტაბური შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ვურჩევთ, დემონსტრაციის ტერიტორიებს მოერიდნონ და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან”, – აღნიშნულია შეტობინებაში.

ცნობისთვის, დღეს, 14:00 საათზე, რიონის ხეობის მცველები, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის საპროტესტო აქციას გამართავენ.