“ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, ხომ? რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა.
ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ზოგადად ადამიანურად და გადაუტანია”,
ამბობს აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე მთავარ არხთან საუბრის დროს.