ნამოხვანჰესის დრამა ცოტა გაზვიადებულია – ნათია თურნავა

“ნამოხვანჰესის დრამა ცოტა გაზვიადებულია”- ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა BMG-სთან ლაპარაკში ამბობს, რომ „ნამახვანჰესის დრამა ცოტათი გაზვიადებულია და ქვეყანა ამ მდგომარეობამდე 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა მოიტანა”.

“90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე რაც მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად, შეჩერდა. იმ დროის გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან ეროვნული და პატრიოტული საქმე – „წინ აღვუდგეთ ხუდონჰესს, არ ავაშენოთ“! – ეს  რუსეთის იმპერიასთან ასოცირდებოდა რატომღაც… მაგრამ დღეს მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით – ჩვენ რომ დღეს „ხუდონჰესი“ გვქონოდა, გაცილებით უფრო წელგამართულები ვიქნებოდით. ამასთან, ნამახვანჰესის ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია. დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა. ეს ერთი შეხედვით პარადოქსულია, რადგან ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა. დროთა განმავლობაში ხდება ამ მიდგომების გადაფასება”. – აცხადებს თურნავა.