ამ წუთებში ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირია. მამაკცი კორპუსის მე-6-ე სართულზე ცხოვრობდა და ნანგრევებში 10 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.