ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა

ტელეწამყვანმა  ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა – მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე ტელეკომპანია „პირველთან“.

 “დავტოვე მთავარი არხი, ველაპარაკები ფორმულას და ტვ პირველს, მიზეზებზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მომავალში ვისაუბრებ” – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტაბულას.