“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ გავაგზავნით NATO-ს ჯარებს მიწაზე და NATO-ს თვითმფრინავებს ჰაერში. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს ამ კონფლიქტის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რაც უფრო მეტ ტანჯავს, ნგრევასა და სიკვდილს გამოიწვევს.
უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის გამოცხადება ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევუტიოთ საზენიტო სისტემებს რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში და ასევე მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩამოვაგდოთ რუსული თვითმფრინავები. შედეგად, NATO-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის რისკი ძალიან მაღალი იქნება და ბევრ სიკვდილს გამოიწვევს”
თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.