დღეს, 30 მაისს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც გადაწყდება, შევა თუ პარტია პარლამენტში.
ციხის დატოვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდნენ. ის ბოლო კვირებში რეგიონებში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ხვდებოდა. ასევე, კონსულტაციებისთვის ჩასული იყო უკრაინაში ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარესთან, მიხეილ სააკაშვილთან.
დღესვე პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, შეუერთდება თუ არა პარტია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს ლეიბორისტული პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ამ უკანასკნელმა პოლისაბჭოზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.