“თუ ვინმეს ჰგონია ოპოზიციურ ფლანგზე, რომ დემოკრატიის და დამოუკიდებლოს დაცვა არის არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, არის ის, რომ ბრალდებას რომ წაუყენებ საკუთარ სახელმწიფოს, მერე იმის გამოძიება არ გინდა, 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს. ნაციონალური მოძრაობა დღემდე ჩამორჩება 800 წლით ევროპულ დროს. იმიტომ რომ სწორედ 800 წლის წინ ევროპაში მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში როდესაც პარტია მხარდაჭერას მიიღებს, ის ვალდებულად თვლის თავს, შევიდეს პარლამენტში და იქ იმუშავოს.
არ მოსვლია ამ ასწლეულების მანძილზე ევროპაში არავის აზრად, რომ შეიძლება პარლამენტი იყოს არჩეული და ყოველგვარი საფუძველის და მიზეზის გარეშე პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადონ, რომ არ უნდათ მონაწილეობა. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გადაიხდით”
განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.