”ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლომდე ჩაიხადა” – ალუდა ღუდუშაური პარლამენტში რუბლების გადმოყრაზე

”ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლომდე ჩაიხადა” – განაცხადა, ალუდა ღუდუშაურმა, პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სადაც, მოქალაქემ “ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლი გადმოაყარა ოპოზიციამ მოქალაქეს სასესიო დარბაზში გამოთქმული პროტესტისთვის ტაში დაუკრა.

  • ”ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლომდე ჩაიხადა. ენმ ნებისმიერ სიტუაციას იყენებს, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურ პარაზიტიზმს რომ იყენებს სამარცხვინოა, კარგია რომ ამას თქვენ არ ეთანხმებით” – მიმართა, ალუდა ღუდუშაურმა “გირჩის” წევრს, იაგო ხვიჩიას”

ტაშის დაკვრამ, “ოცნება” გააღიზიანა და სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.