“ნაწამები ბავშვები, გაყინული კაცი, კოვიდით გარდაცვლილები, ასე ვხვდებით ახალ წელს”- ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“ნაწამები ბავშვები, გაყინული უსახლკარო კაცი და უამრავი კოვიდით გარდაცვლილი.ასე ვხვდებით ახალ წელს. ლექსო ლაშქარავა ვერც ხვდება.
ეს უბრალოდ ტრაგედიები კი არაა, სახელმწიფოს პასუხიმსგებლობაა, ანუ ჩვენ რომ რამე სხვანაირად გვექნა შეიძლება არ მომხდარიყო.
ამას თვითგვემისთვის არ ვამბობ, უფრო წლის ბოლოს რეფლექსიისთვის, რომ გაისად ერთი მილიმეტრით მაინც ნაკლები შეცდომა დავუშვათ”- წერს ელენე ხოშტარია.