1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება.
დღეიდან იხსნება:
- საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
- ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
- გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
- კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
ქვეყანაში უკვე აღდგენილია საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გახსნილია სასტუმროები სამთო კურორტებზე.
კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ჯერ 8 და 15 მარტს არის დაგეგმილი, შემდეგ კი 1 აპრილს.