ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს, რას ელოდება ზოგი სხვა ქვეყანა? -ზელენსკი

ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს, რას ელოდება ზოგი სხვა ქვეყანა? – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  გამართულ ბრიფინგზე.

”ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?

ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა შეუძლებელია, დარჩე ნეიტრალური.”-განაცხადა ზელენსკიმ.