„მადლობა არასდროსაა ზედმეტი, მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს” – სოციალურ ქსელში მომღერალი ნეკა სებისკვერაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი აგარაკის ქურდობის ფაქტი პოლიციამ ოპერატიულად გახსნა, რაც მთავარია მოპარული ნივთებიც მეპატრონეს დაუბრუნა რისთვისაც, ის წყნეთის პოლიციას განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
„რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა, ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ გეცოდინებათ რამხელა სტრესიცაა. წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა, დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის, გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა. განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა!”, – წერს ნეკა სებისკვერაძე.