თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი პარტია “ჩვენი გაერთიანებული საქართველოდან” ნიგერიელი ბიზნესმენი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება. ინფორმაცია ცესკო-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ის ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფეა, მისი ქართველი ცოლი კი – იბოს დედოფალი.
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ თითქმის 30 წელია საქართველოში ცხოვრობს და საუბრობს ქართულად. მისი საარჩევნო ნომერი 23 იქნება.