ნიდერლანდები უკრაინას მძიმე იარაღს მიაწვდის და 200 მილიონ ევროს გამოუყოფს – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მსურს აღვნიშნო ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებით მძიმე იარაღის მოწოდების შესახებ, ძალიან მადლობელი ვართ ამის გამო. ასევე შემიძლია მოგახსენოთ უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი ევრო გამოყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ჰოლანდიის მთავრობა დაეხმარება უკრაინელ მასწავლებლებს, ექიმებს, პენსიონერებს”. – თქვა ზელენსკიმ.