ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ის უწყებაში ამ წუთებში ადვოკატთან და ტელეკომპანიის იურისტთან ერთად შევიდა.

“გამოკითხვაზე ვარ მოსული, ერთადერთი, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამოსვლის მერე შესაძლოა კომენტარი გავაკეთო. ამ წუთში ვერ გეტყვით [რას უკავშირდება]… გამოსვლის მერე, – ამბობს ნიკა გვარამია.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გამოკითხვა ნიკა გვარამიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერებს.