ნიკა გვარამიამ ღარიბაშვილისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო

“ჩავაბარე ნამუშევარი. ფული არ გამომირთმევია, სადღაა ბიუჯეტში ფული”- “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ღარიბააშვილის თხოვნით, საქართველოს ეკონომიკაზე  მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.

”ღარიბაშვილმა, საქართველოს ეკონომიკაზე მიკროფილმის გადაღება მთხოვა.
ჩავაბარე ნამუშევარი. ფული არ გამომირთმევია, სადღაა ბიუჯეტში ფული. ძალიან მოეწონა. დამპირდა, რომ კულტურის მინისტრთან ერთად კანის კინოფესტივალზე წარადგენს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში. ოღონდ, დააყოლა, თუ დაგვცალდაო”- წერს გვარამია.