ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდა “გვერდითა გზებით” უნდა.
“ნიკა მელია, როგორც თვითონ ამბობს, თითქოს გირაოს გადახდას არ აპირებს, სინამდვილეში მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ის და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ გირაო ე.წ. გვერდითა გზებით გადაიხადონ”,– ამბობს ის.
მისივე მტკიცებით, ხელისუფლება მისი გირაოს გადახდას არ აპირებს.
„გარანტიას ვაძლევ პირადად მე და ყველა ჩვენგანი, რომ არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას და არც ამაზე ფიქრს. თუმცა ისინი ჩვენკენ ხელს მაინც იშვერენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს და დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის ტყუილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ის ასევე ირწმუნება, რომ ნიკა მელიას ანგარიში ღიაა და ბარიერებით არ არის დაცული.
“უნიკალური კოდი, არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება ბრალდებულის, ეს კოდი არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც გახსნილია. გირაოს ანგარიში არის ღია და არ არის კოდით დაცული, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა”,– ამბობს მდინარაძე.
დღეს ენმ–ს ლიდერმა ნიკა მელია თავის ადვოკატთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მის გარდა მესამე პირი გირაოს ფიზიკურად ვერავინ გადაიხდის.