ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ხოლო მოძრაობა დროას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია,  თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.  ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს.

„ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს… დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა მელიამ.