“აღარ ვაპირებ ტარებას” – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ელქტროსამაჯური მოიხსნა. როგორც ის ამბობს, სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს.
“ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენთან ერთად იმ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს”, — განაცხადა ნიკა მელიამ.