ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე,შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვდა.