“ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია უარს როგორ ამბობთ?! ამან გამოიყვანა ციხიდან”- პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტში, ამნისტიის პუნქტი ენმ-ის თავჯდომარის ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ჩაიწერა.
”ნიკა მელიას გამო შევთანხმდით მელია რომ იყო ციხეში და ის რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო, არამხოლოდ ციხიდან რომ გამოსულიყომ სასჯელისგანაც რომ გათავისუფლებულიყო და პოლიტიკური ჩიხიდან გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ის ამნისტია. ეხლა რომ იძახით არც ხელს ვაწერთო და საერთოდ რატომ იხილავთო ამ კანონპროექტსო, უხერხული არ არის? გადავდოთ ეს პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები, ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ამბავი და ამაზე როგორ იძახით უარს. ამ შეთანხმებამ გამოიყვანა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ.” – აცხადებსელისაშვილი.