როდის დააკავებენ ნიკა მელიას – პროკურორის პასუხი

ნიკა მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განმარტებით, მელიას გონივრულ ვადაში დააკავებენ. ის არ აკონკრეტებს, რა დრო იგულისხმება ამ ვადაში.

“აღსრულების ნაწილს სხვა უწყება ახორციელებს და გამოვთქვამ იმედს, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული მაინც მოიქცევა სათანადოდ, კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ვადას – მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. ამ გადაწყვეტილებას სასამართლო გადააგზავნის შესაბამის ორგანოებში”,– თქვა მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გირაო პატიმრობით შეცვალა.