„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.
ნიკა მელია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
„ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის, თუმცა ეს დროებითია. ივანიშვილი ხვდება, რომ ნახევრად დემოკრატიული წყობა, ანუ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი მისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ხალხის რისხვა ისე დაატყდეს თავს, რომ ხელისუფლება დაკარგოს, ამიტომ იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს.
რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად უნდა იყოს ხალხი განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არ შეცვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. საქართველოს მოქალაქე – საბჭოთა საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება.
რაც შეეხება ბრალს, აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში [საქალაქო სასამართლოში]“,- განაცხადა ნიკა მელიამ.