დღეს ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხზეც იმსჯელოს.
ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატს უჭირს პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს.
მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას გააჟღერებს, რასაც ხელისუფლება გადაწყვეტს.
“პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ დღეს არის არსებითი სხდომა. მოსამართლე ალბათ გადასინჯავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული საქმე დიდი ხანია სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია. უბრალოდ სასამართლოს მხრიდან მოხდება იმ გადაწყვეტილების გამჟღანება, რომელსაც მიიღებს საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება,” – თქვა კონდახაშვილმა.