“ნიკას ადგილზე რომ ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი “- გიორგი რურუამ ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკეთა. რურუა ასევე აცხადებს, რომ პარლამენტში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შევიდეს.
”მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო ევროკავშირის გირაოს მივიღებდი, მეს ნიკასი მესმის, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ მალე დატოვოს…
ვფიქრობ, რომ ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ნაციონალური მოძრაობაც უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც ” – განაცხადა გიორგი რურუამ.