„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან ქონებრივ დავას იწყებს და ყველა სახის ფინანსურ დახმარებას უწყვიტავს. ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკადი ირმა ჭკადუა აცხადებს.
“ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს.ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – აცხადებს ირმა ჭკადუა პრაიმტაიმთან.