საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, ტელეწამყვან ვახო სანაიას, ფეისბუქ პოსტების გამო ადევნებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ როგორც ქალ პოლიტიკოსს, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფებს.
”ტელეკომპანია ფორმულა, თქვენი ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან გუშინს შემდეგ ვრცელდება მდაბიო ტყუილი, რაც მიზნად ისახავს ჩემს, როგორც დეპუტატის, დისკრედიტაციას და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
ამ ერთი ფაქტის გარდა, აღნიშნულმა პიროვნებამ უკვე არაერთხელ გამოხატა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩემს მიმართ
მისი ქმედებები ატარებს მიზანმიმართულ და სისტემატიურად განმეორებად ხასიათს.
ეს ყველაფერი ნათლად ემსგავსება ადევნებას და მე, როგორც ქალ პოლიტიკოსს, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მაყენებს
მოგიწოდებთ დროულად იქონიოთ მის მიზანმიმართულ ქმედებებზე რეაგირება, რათა მან აღიაროს მისი მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტ თქვენს მედიასაშუალებასთან კომუნიკაციას და ამის გამო ბოდიშს ვუხდი თქვენს ყველა სხვა ჟურნალისტს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს” – წერს ნინო წილოსანი.