ქართული ოცნების წევრ ნინო წილოსანს COVID-19-ი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია რომ ძალიან ვერაგი ვირუსია…
კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს”, – წერს წილოსანი.