ნინოწმინდის ბავშვთა პასნიონი დაიხურება, თუმცა როდის, უცნობია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის პირველ აპრილამდე, კანონის მიხედვით, ყველა დიდი ზომის ინსტიტუცია უნდა დაიხუროს.
“კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და მათი ალტერნატიული სერვისებით ბავშვთა ზრუნვის სერვისების ჩამოყალიბებას. გამოდის, პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. ვმუშაობთ ბავშვებზე, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და ოჯახბში გაგვყავს. ვადები ძალიან რთულია, რომ დავასახელო. ვინაიდან, ჩვენ არ ვიცით ყველა ბავშვის საჭიროება”,– თქვა ბარკალაიამ.
“ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გურგენაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო იზიარებს, რომ არა მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არალეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს.