საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ნიუტონის სკოლა 2 დეკემბერს არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადებას სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს!საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს.ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას.თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!” – ნათქვამია განცხადებაში.