“TV პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ნოდარ მელაძეს ბერა ივანიშვილის დაცვის წევრი და ანზორ ჩუბინიძის მოსწავლე ემუქრება.
მიხეილ წიკლაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით: “ნოდარის დედის წამების ამსახველი ფოტო”.
მუქარას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შესახებ ნოდარ მელაძე Facebook–ზე წერს.
ტვ პირველის ჟურნალისტურ გამოძიებაში მიხეილ წიკალურიც ფიგურირებდა და სავარაუდოდ იმ რაზმის ერთ–ერთი წევრი იყო, ვინც ახალგაზრდებზე ბერა ივანიშვილის დავალებით ძალადობდა.